საქართველოში შესაძლოა ჩინური ვაქცინა შემოვიდეს. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მედიკამენტი "სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას მიიღებს, რაც სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მოხდება.
"ფაიზერის“ ვაქცინას კი საქართველო "კოვაქს" პლატფორმიდან მარტის ბოლოს ელოდება. საკითხი დღეს საუბარი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
"მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც გვიდასტურებს "კოვაქსი". მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის. მათ შორის გახლავთ, Moderna, ასევე Sinopharm, Sinovac.
ჩინური ვაქცინები, განსაკუთრებით Sinovac, განიხილება ჯანმოს მიერ ავტორიზაციისთვის და მოსალოდნელია, რომ მარტის ბოლოს მან მიიღოს ჯანმოს ავტორიზაცია. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება, განსაკუთრებით "სინოფარმი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ მიიღონ ავტორიზაცია. რეალურად ჩვენი კანონმდებლობა ამის საშუალებას გვაძლევს,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.