17 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ 6 პირი დააკავა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა "საქართველოს" წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის ბანერით წინ გადაუდგნენ, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

აქციის მონაწილეები პროტესტის გამოსახატად ასევე ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

შეკრებილები იმ აუდიოჩანაწერის შინაარსს აპროტესტებდნენ, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.

დღის ამბები