06 სექტემბერი 2026,   14:44
ვრცლად
36 წლის მამაკაცს, რომელმაც ცოლზე ფიზიკურად იძალადა, შედეგად კი მათი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ცოლზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულ ზურაბ შავლიაშვილს გურჯაანის სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიება დღეს უნდა შეუფარდოს. 36 წლის მამაკაცს ბრალი გუშინ, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენეს.

გამოძიება მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე ცოლზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შემდეგაც მათი 1 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ერთი ვერსიით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი დაპირისპირების შედეგად მიღებული სასიკვდილო დაზიანებებია, მეორე ვერსიით კი მცირეწლოვანის დაღუპვა ასფიქსიას უკავშირდება.

ექსპერტიზის პასუხზეა დამოკიდებული, დაუმძიმდება თუ არა დაკავებულს ბრალი. თავად ზურაბ შავლიაშვილი მომხდარში თავს უდანაშაულოდ თვლის.

დღის ამბები