07 სექტემბერი 2026,   12:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციის დროს დაკავებული ექვსივე პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციის დროს დაკავებული ექვსივე პირის პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლის გადაწყვეტილების მიზეზი დაკავებულთა ადვოკატის შუამდგომლობა გახდა. უფლებადამცველებმა აუცილებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გონივრული ვადა ითხოვეს.

6 პირი ერეკლეს მოედანზე გუშინ დააკავეს. ისინი უმრავლესობის სხდომის პარალელურად, გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსს აპროტესტებდნენ და ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

მათ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღის ამბები