აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.
ამის შესახებ მუხთარლი Facebook-ზე წერს. ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გატაცების ფაქტზე გამოძიებისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლის თავიდან აცილებას ყველა ხერხით ცდილობენ.
მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მის გატაცებაში მონაწილეობდა. მისივე განცხადებით, საქართველოში ვიზიტის თავიდან არიდებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უკვე გაგზავნეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოსვლას და მისი გაუჩინარების საქმეზე პროკურატურაში ჩვენების მიცემას გეგმავდა.