17 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მოვუწოდებთ ეუთოს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია - აშშ-ის ელჩი გაეროში საქართველოს შესახებ საუბრობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე გაეროში აშშ-ის ელჩი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს შეეხო. ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. ელჩის განცხადებით, მოსკოვს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

"რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე ან ვალდებულება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის თავისუფალი წვდომის საშუალების შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს,"- აცხადებს გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი.

დღის ამბები