02 მაისი 2024,   20:02
ვრცლად
ხანძარი მთაწმინდაზე - ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

თბილისში, მთაწმინდაზე, ბესიკის 14 ნომერში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

წინასწარი  ინფორმაციით, ხანძარი გაზქურამ გამოიწვია, რომელიც ერთ-ერთ მცხოვრებს ანთებული დარჩა. 

დღის ამბები