19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
მიწის მითვისება ლისის ტბასთან - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა თბილისში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, დაირეგისტრირეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით ასი ათასი დოლარის ღირებულების კანადის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები