19 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე დღეს კიბერთავდასხმა განხორციელდა.

უწყების ცნობით, შედეგად, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც დომეინ www.parliament.ge-ზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. პრობლემის აღმოფხვრამდე, პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდებზე,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები