დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ რეგიონების მიხედვით, ყველაზე ცოტა ადამიანი კახეთში აიცრა.
მან გაიხსენა, რომ სწორედ კახელებმა შემოიტანეს პირველი ვაქცინა საქართველოში და ერეკლე მეფე იყო პირველი, ვინც თავისი შვილი ყვავილზე ააცრევინა.
"ცოტა გაოცებული ვარ ვაქცინის რეგიონალური ხარჯებით. გაკვირვებული ვარ, ამ ჩემს კახელებს რაღა დაგემართათ, თქვენზე ბრძენი, თქვენზე ჭკვიანი ხალხი აბა ვინღა არსებობს. ის მაინც ხომ იცით, რომ საქართველოში ვაქცინა პირველად კახელებმა შემოიტანეს, ერეკლე მეფე იყო, ვინც პირველად თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და თქვენ რა მოგივიდათ, ასე როგორ შეიძლება, რომ ყველაზე ცოტა აცრილი კახეთში გვყავდეს,"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.