19 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი მსჯავრდებულია - არასრულწლოვნები ციხეში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს დღეს მოსამართლემ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით, ანუ 3.5 წლით შეუმცირდათ.

გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური არ მოჰყოლია, თუმცა დარბაზს გარეთ დაკავებულების მეგობრებისა და ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები პერმანენტულ პროტესტს არ გამორიცხავენ, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ შედეგი მხოლოდ მაშინ დადგება, როცა საქმე სტრასბურგამდე მივა.

არასრულწლოვნების ადვოკატები, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზში არ შევიდნენ.

არასრულწლოვნებს, ზ.ხ.სა და ა.ქ-ს ძალადობისა და გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, 6 წელი და 9 თვე რამდენიმე თვის წინ მიესაჯათ, დღეს კი ისინი მოსამართლემ ციხეში 10 წლითა და 6 თვით გაუშვა, რის გამოც პირველი გადაწყვეტილების გაბათილება მოხდება.

იქამდე, 9 მარტს, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე და ჯამში ხუთი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაც 16-16 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შედეგად, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი უკვე მსჯავრდადებულია. 

დღის ამბები