ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის დროს დაწერილი ჯარიმების წინააღმდეგ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
ისინი დაწერილი ჯარიმების გაუქმებასა და მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
საუბარია 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 17 თებერვლის ჩათვლით დაწერილ ჯარიმებზე. როგორც თავად აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში დაწერილი ჯარიმები უკანონო და არასამართლებრივია.
მათივე თქმით, საჩხერის სასამართლოში უკვე მოიგეს პროცესი, რომლის შედეგადაც ამ პერიოდში დაწერილი ერთი ჯარიმა გაუქმდა.