17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
რეფორმის 4 ტალღის შედეგად ვერ მოხდა სასამართლოს რეალური გაჯანსაღება და დამოუკიდებლობის მიღწევა - არასამთავრობო სექტორმა ცვლილებების დოკუმენტი მოამზადა

არასამთავრობო სექტორმა სასამართლოს რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი მოამზადა, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაა. დოკუმენტის ავტორების თქმით, მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარად დაგეგმვაში დაეხმარება, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, რომლებიც აფერხებს მოსამართლის მიერ პროფესიული უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელებას.

"ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს, არის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ხარვეზებს იყენებს იმისთვის, რომ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი გავლენები სასამართლო სისტემაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის 4 ტალღის შედეგად ვერ მოხდა სასამართლოს რეალური გაჯანსაღება და დამოუკიდებლობის მიღწევა, აუცილებელია, რომ განხორციელდეს სასამართლოს კომპლექსური და სისტემური რეფორმა, რათა აღმოიფხვრას ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში," - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კუკავა.

დღის ამბები