დღესდღეობით, ვაქცინის გასაკეთებლად 5 ათასზე მეტი პირია დარეგისტრირებული, ხოლო უკვე ვაქცინირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
როგორც მინისტრი ამბობს, დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციის დანაკარგი დოზა 3%-იც არ არის, იმ დროს როდესაც მისი თქმით, დანაკარგის დასაშვებ დოზად 5% ითვლება.
"დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული არის 5 ათასზე მეტი პირი, ვაქცინირებული არის 3 ათასზე მეტი პირი. დღესდღეობით, ჩვენ დანაკარგი არ გვქონია, ვინაიდან, ის პირები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იმ არსებულ პორტალზე, ყველა გამოცხადდა აცრაზე და შესაბამისად, ჩაიტარეს აცრა. ჩვენმა ექიმებმა, ბრიგადებმა, სადაც მიმდინარეობს ვაქცინაცია, დეტალურად იციან, თუ როგორ უნდა მოხდეს დოზების შერჩევა და ასევე გადანაწილება.
ითვლება, რომ ვაქცინაციის დანაკარგის დასაშვები დოზა არის 5% და ამ ეტაპზე ჩვენ 3%-საც არ ვუახლოვდებით. აქედან გამომდინარე, ეს ითვლება, რომ ჩვენ დანაკარგი არ გვაქვს,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.