"ქართული ოცნებიდან" ქობულეთის საკრებულოს წევრი დააკავეს.
ვიტალი ქარცივაძე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ გვიან ღამით დააკავა.
იგი 2019 წლიდან 2021 წლის იანვრამდე მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავჯდომარე იყო.
ქობულეთის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე ჟურნალისტებთან საუბარში ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირია დაკავებული, მაშ შორის ერთი, მოქმედი საკრებულის წევრია.