ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურეობის გასაუმჯობესებლად ერთიანდებიან. პროექტის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათი უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესებაში.
პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს.
"მიზნები, რაც უნდა განხორციელდეს ეს არის ბავშვთა კეთილდღეობა რა თქმა უნდა, თუმცა აქცენტირებული იმაზე, რომ მოხდეს ეფექტური პრევენცია ბავშვებზე ძალადობის, გაძლიერდეს სოციალური მუშაკების აქტივობა ამ მხრივ და თუ კი სხვა მხრივ შეუძლებელია ამ ბავშვს საკუთარ ოჯახში დავეხმაროთ, შევუქმნათ უნდა ის პირობები, რომელიც მაქსიმალურად იქნება ოჯახურთან მიახლოებული," – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სახელმწიფო პერმანენტულად ეხმარებოდეს ბავშვთა უფლებების მიმართულებით უფლებების სტანდარტების პერმანენტულად ზრდას.
"ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პერმანენტულად ეხმარებოდეს იმ მიმართულებით უფლებების სტანდარტების პერმანენტულად ზრდას, რასაც ჰქვია ბავშვთა უფლებები და ეს რა თქმა უნდა გახლავთ ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ რეალურად ჩვენ შევძლოთ ძალიან სწრაფი პროგრესი ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მიმართულების განვითარების თვალსაზრისით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.