10 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
მეგი ბაქრაძე აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა და უცებ განუვითარდა გვერდითი მოვლენა დაყოვნების ოთახში ყოფნისას - ახალციხის კლინიკის დირექტორი

ახალციხის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ექთან მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენების დროს გადაუდებელი დახმარება მომენტალურად გაეწია. როგორც გიორგი ვარძიმაძე ამბობს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო უკვე ადგილზე იმყოფება და ამ შემთხვევას სწავლობს:

"მეგი ბაქრაძე მე-10 აიცრა, სხვებსაც მოუწოდა, თავს კარგად გრძნობდა და უცებ განუვითარდა გვერდითი მოვლენა დაყოვნების ოთახში, იქ იყო ექთანი და დამატებით იქ იყო რეანიმატოლოგიც და გადაუდებელი ღონისძიებები დაიწყო მომენტალურად. რეგულირების სააგენტო ჩამოვიდა და სწავლობს ამ ყველაფერს," - განაცხადა გიორგი ვარძიმაძემ.

დღის ამბები