26 დეკემბერი 2024,   16:22
ვრცლად
არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად - ოპოზიცია გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე საუბრობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებებს პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის შეფასებით, გიორგი გახარიას პირადად ეკისრება 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა და თუ მას პოლიტიკაში დაბრუნება სურს, ჯერ აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს.

ოპოზიცია გახარიას მესამე ძალად არ განიხილავს.

"იგი რჩება 20 ივნისის მთავარ შემოქმედად, ძალიან კარგი კავშირებით რუსეთში. თუ გახარია რაიმე პოლიტიკური დივიდენდის წამოღებას აპირებს "ქართული ოცნების" ჩამოშლის შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაარტყამს ბიძინა ივანიშვილს.

მე არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად. მისი დამოკიდებულება სამართალთან, ოკუპაციასთან და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან არ იმსახურებს დადებით შეფასებას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"გიორგი გახარიას და მასთან დაახლოებულ პირებს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი. მათ შორის 20 ივნისთან, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანაში არის, პირადად არის პასუხისმგებელი ასევე ბატონი გახარია. თუ მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, გიორგი გახარიას ადგილს ამ ეტაპზე პოლიტიკაში ვერ ხედავს. 

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არსად წასვლას აპირებს - მათ შორის, არც პოლიტიკიდან.

დღის ამბები