ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილის დაკრძალვაზე მისი ნათესავების უმრავლესობამ მისვლა ვერ შეძლო. საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის უფლება მხოლოდ 10-მდე ნათესავს მისცეს, თუმცა იქამდე ნათქვამი იყო, რომ საოკუპაციო რეჟიმი დათა პაპას ნათესავებისთვის გამონაკლისს დაუშვებდა.
"გთხოვთ, ჩემი ნათესავები იქ ტირიან, შემოუშვით, შემოუშვით ჩემი ნათესავები" - ითხოვდა გარდაცვლილის ცოლი.
დათა ვანიშვილი ცოტა ხნის დაკრძალეს. ის სახლიდან, რომელიც 2011 წლის შემდეგ მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ გამოასვენეს.
პროცესიის დაწყებამდე, მას პატივი მიაგეს სამოქალქო პირებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა. დათა ვანიშვილი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დაკრძალეს, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე წლებია ვეღარ აკონტროლებს.