06 სექტემბერი 2026,   03:35
ვრცლად
კლინიკაში შეცდომები დაუშვეს, მე არ ვამბობ, რომ ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა გაკეთდეს უსაფრთხოდ - გარდაცვლილი ექთნის ბიძა

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილ მედდას დღეს დაკრძალავენ. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი და თუ იყო შესაძლებელი მედდის გადარჩენა - ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პროცესში ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

როგორც გარდაცვლილი ექთნის ბიძა აცხადებს, ოჯახს პრეტენზია კლინიკასთან აქვს და ძირითადად, კლინიკის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ.

"რასაც ვფიქრობთ, ეს დაზუსტდეს ყველაფერი, რომ კლინიკაში შეცდომები დაუშვეს ამასთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ეს ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა გაკეთდეს უსაფრთხოდ. გამოძიება რაღაც-რაღაცებს დაადგენს. ჯერ არ გვაქვს უნდობლობის განცდა, მაგრამ თუ შევამჩნევთ, რომ უნდობლობა გამოიხატება, მაგასაც ვიტყვით.

პრეტენზია ძირითადად კლინიკასთან დაკავშირებით გვაქვს, მაგრამ პირადად რომელიმე პიროვნებასთან პრეტენზია, ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ იქ თვითონ პროცესი წარიმართა არასწორად," - განაცხადა გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ბიძამ.

დღის ამბები