06 სექტემბერი 2026,   03:35
ვრცლად
ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციისას დაკავებულების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება 

დღეს ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციისას დაკავებულების სასამართლო პროცესები უნდა გაიმართოს.

ადმინისტრაციული წესით 20-ზე მეტი პირი 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს დაკავებები არანაირ კავშირში არ არის სამართალთან.

"დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც კანონთან. დღეს დაბარებულები არიან ადამიანები, რომლის პროცესიც უნდა გაიმართოს, მე კი არ დამიბარეს. აქ მაქვს ჩემი ოქმი და მაინტერესებს, როგორ მოხდება ამ ოქმის გაუქმება. როდესაც აღმოაჩინეს, რომ მე ვიყავი პარლამენტის წევრი, ოქმი გააუქმეს და მათ ძალიან კარაგად იცოდნენ, ვის ტენიდნენ მანქანაში, ამიტომ მეც მაქვს კითხვები,"-აღნიშნა ბოტკოველმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეს იქნება არა სამართლებლივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დღის ამბები