გუდამაყარში, სოფელ ოშპიტელთან ჩამოშლილი კლდოვანი ნარჩენებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო სამსახურში ამბობენ, რომ სამანქანე გზის გახსნა დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
"მნიშვნელოვანი საშიშროება არ არის. პატარა ადგილია, რომელიც ჩამოვა თავისით. დანარჩენი სასწრაფოდ რომ საშიშროება იყოს, ასეთი რამ ვერ დავინახე. დიდი ლოდებია, დიდი სიმძლავრის ექსკავატორი გამოვიძახეთ, ბევრი არაფერია, დღესვე გავხსნით გზას,"- აცხადებს შპს "ჯავახავტოგზის" დამფუძნებელი ნოდარ ინასარიძე.
მანამდე კი, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილს ჩაკეტილი ოშპიტელი-გუდამაყრის გზაზე გავლა კლდოვანი ნანგრევების ნაწილებზე გავლით უწევს.
"ჩვენ ზანდუკის საჯარო სკოლის მასწავლებლები ვართ, ფასანაურში ტესტირებაზე მივდივართ. მანქანები უსაფრთხო ადგილას გავაჩერეთ და ლოდებზე ფეხით გადმოვიარეთ, საშინელებაა. სოფელში არაფერი გვიჭირს ჯერჯერობით, მაგრამ თუ დროულად არ გაიხსნა, პრობლემები შეიქმნება,"-
შეგახსენებთ, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი ფერდობი გუშინ საღამოს, დაახლოებით, 7 საათისთვის, ჩამოიშალა. ამ დრომდე გარესამყაროს 22 სოფელია მოწყვეტილი.