19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ხელოვნური კუნძულიდან მწყემსების გამოყვანა ვერ ხერხდება - მათ ღამის გათევა კარვებში მოუწევთ

კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსი, თხები და საქონელი  ხელოვნური  კუნძულიდან ცუდი  ხილვადობის გამო სამაშველო ჯგუფს ვერ გამოჰყავს.

მწყემსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კარვებს მიაწვდის, სადაც მათ ღამის გათევა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელში ხელოვნური, დროებითი კუნძული შექმნა.

მწყემსების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები