ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში დარჩება იმისთვის, რომ მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღონ.
მეწყერმა ასევე ჩაკეტა ორი სოფლის - ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა. ათი ოჯახი გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება სოფელ ლაილაშში, სადაც მოსახლეობასთან კონტაქტი საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი. როგორც კი გამოიდარებს შემოვლითი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქია სამი დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად დაიწყო. მესამე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგევლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.