04 მაისი 2024,   03:24
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის განცხადებით, ახლო მოქმედების ორი ბალისტიკური რაკეტა ჰამგიონდის პროვინციიდან გაუშვეს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები ფხენიანის ქმედებებით შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ რაკეტების გამოცდა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და მშვიდობას მთელ რეგიონში.

კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესანარჩუნებლად სეული ვაშინგტონთან ერთად მსჯელობას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ორი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა, რომელიც ყვითელ ზღვაში ჩავარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გაუშვა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ეკრძალება, რადგან ის საფრთხის შემცველ იარაღად ითვლება.

დღის ამბები