19 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ლეჩხუმში მეწყრის შედეგებს ებრძვიან - ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა მეხუთე დღეა ჩაკეტილია

ლეჩხუმში მეხუთე დღეა სტიქიას ებრძვიან. მეწყერმა ორი სოფლის - ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა და ათი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება, სადაც მოსახლეობასთან კონტაქტი მხოლოდ საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი.

გუბერნატორის ინფორმაციით, ვიდრე არ გამოიდარებს შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია.

მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხუთი დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად განვითარდა.

დღის ამბები