საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის მხოლოდ 5 000-მდე მოქალაქეა აცრილი, მაშინ როცა ქვეყანაში ვაქცინის საერთო რაოდენობა 73 ათასზე მეტია.
შიშს, რომელიც ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების შემდეგ მოსახლეობაში გამძაფრდა, ხელისუფლება აქტიური საინფორმაციო კამპანიით დაუპირისპირდება. მომდევნო დღეებში 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ აიცრება. მათ შორის იქნებიან ჟურნალისტები და "რუსთავი 2-ის" სახეებიც.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი.