09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ნიუ-იორკის შტატში ციხიდან გაქცეულ ორ პატიმარს ეძებენ

ნიუ-იორკის შტატის დასავლეთ ნაწილში ასობით სამართალდამცავი ციხიდან გაქცეულ ორ პატიმარს ეძებს. ორივე მათგანი მკვლელობისთვის არის გასამართლებული. პოლიციას ინფორმაცია გაქცეულების ადგილსამყოფელის შესახებ თვითმხილველმა შეატყობინა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა.  ძებნილები ციხიდან 6 ივნისს გაიქცნენ. შტატის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პატიმრებს ხელი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეუწყვეს.

 
დღის ამბები