03 მაისი 2024,   11:21
ვრცლად
ვაქცინაციის მიუხედავად, მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევები 2 კვირაა იზრდება

ვაქცინაციის მიუხედავად მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევები 2 კვირაა იზრდება - ბოლო 24 საათში ინფიცირების 600 000-მდე და გარდაცვალების 10 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ევროპა რეგულაციებს ამკაცრებს. გერმანია 14 დღიან ლოქდაუნს აანონსებს, საფრანგეთში კი შეზღუდვებს აწესებენ.

უკვე მესამედ დაფიქსირდა კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი პოლონეთშიც. პრემიერმა დაადასტურა, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა.

ევროპის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესი ყველაზე სწრაფად სერბეთში მიდის. მთავრობის გადაწყვეტილებით, სერბეთის ჯანდაცვის მუშაკები ვაქცინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც გაუკეთებენ. სერბეთის საზღვრებთან ვაქცინის გაკეთების მსურველთა რიგია.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები