რა მოხდა და რატომ გარდაიცვალა აცრის შემდეგ 29 წლის ექთანი - ამ პასუხს უკვე მე-11 დღეა ელოდება მთელი საქართველო.
თუმცა ჯერჯერობით კვლევის პროცესი არც რეგულირების სააგენტოს დაუსრულებია, არც დაავადებათა კონტროლის ცენტრს და არც სამხარაულის ესქპერტიზის ბიუროს.
საქმეში დევს გართულების შემდეგი ისტორია, მედიკოსების გამოკითხვის ოქმები და გარდაცვლილის მობილური ტელეფონი,რომელიც ადვოკატებმა პოლიციაში დღეს მიიტანეს.
სწორედ ეს ტელეფონი ინახავს ექიმების ჯგუფში მომიწერას, რომელსაც მედიკოსები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ.
საგულისხსმოა ისიც, რომ კომენტარების ერთი ნაწილი ამ ჯგუფში წაშლილია.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პარალელურად, გამოძიება ექთნის ქმარს სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. საქმე ეხება 18 მარტს კლინიკაში მომხდარ ინციდენტს, სადაც მანუჩარ კობახიძემ სამედიცინო დაწსებულების მინები ჩაამსხვრია.