26 დეკემბერი 2024,   13:52
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტები სასტუმრო "რუმსში" შეჭრას ცდილობენ 

სამოქალაქო აქტივისტები, სასტუმრო "რუმსში" შეჭრას ცდილობენ. ამ დროისთვის, სწორედ იქ იმყოფება რუსი შოუმენი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად. 

სამოქალაქო აქტივისტებმა, მანამდე სასტუმროს კვერცხები ესროლეს. 

მანამდე კი რუსი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები სასტუმრო "ვინოტელში" იმყოფებოდნენ, სადაც მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული, ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. რუს ჟურნალისტს და მის დაახლოებით 50-მდე თანმხლებ პირს შენობა პოლიციის კორდონის გავლით დაატოვებინე. 

 

დღის ამბები