შრომის ინსპექციამ ბოლო 24 საათში სოციალური ღონისძიებისა და უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 7 სუბიექტი დააჯარიმა. 4 ფიზიკურ პირს 2 ათას, იურიდიულ პირებს - 10 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ერთი იურიდიული პირისთვის ეს განმეორებითი სამართალდარღვევაა, რაც უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, იმართებოდა გასართობი ღონისძიებები. კლუბის ტიპის გასართობ სივრცეებში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.