ლილოს დასახლებაში მომხდარი აფეთქების თვითმხილველები ამბობენ, რომ გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა, რასაც კედლის ნგრევა მოჰყვა. მეოთხე სართულზე მცხოვრები ქალი, კედლის გადმონგრევის შემდეგ, შენობიდან გადმოვარდა.
მეზობლები ამბობენ, რომ 65 წლამდე ქალი მარტო ცხოვრობდა, თუმცა დღეს მას სტუმრები ჰყავდა :
"მარტო ცხოვრობდა, შვილი და შვილიშვილები იყვნენ მოსულები, ბავშვები გამოუშვია ეზოში, წავალთ ეზოშიო, უთქვამთ, ისინი ჩამოსულან და ცოტა ხანში აფეთქება მოხდა," - ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი.
შემთხვევა ლილოს დასახლებაში ცოტა ხნის წინ მოხდა, აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო.