09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"საქართველოს აქვს გარკვეული, მნიშვნელოვანი პრობლემები მოსაგვარებელი," - სენატორი მერფი

შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის გეგმა წარმოადგინა დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ ვაშინგტონის უილსონის ცენტრში. დოკუმენტში საუბარია საგარეო პოლიტიკის საკითხების გადახედვასა და ალტერნატიულ მიდგომებზე, რომლებმაც უნდა შეუნარჩუნონ შეერთებულ შტატებს მსოფლიო ლიდერის როლი და ააცილონ საფრთხეები, უმეტესად, ტრადიციული სამხედრო გზების და ინტერვენციების გარეშე.

სენატორების გეგმის ერთ-ერთი თემა რისკიანი რეგიონებისთვის ხუთწლიანი ე.წ. მარშალის ახალი გეგმის დამტკიცებაა. კრის მერფიმ აქვე კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.

"ჩვენ საფრთხეს ვუქმნით მომავალში ნატოს ლეგიტიმურობას, თუ ნელ-ნელა დავხურავთ კარს და შევაჩერებთ ღია კარის პლიტიკას. არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ ნატოში შესვლა და რომლებიც მზად არიან. მე ვფიქრობ, საქართველოს აქვს გარკვეული, მნიშვნელოვანი პრობლემები მოსაგვარებელი, მონტენეგრო კი აბსოლუტურად მზადაა წევრობისთვის," - განაცხადა კრის მერფიმ. 

დღის ამბები