09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
რეზოლუციაში, რომელსაც ევროსაბჭო ხვალ დაამტკიცებს, საქართველოზე საუბარი არ არის

18 მომხრე და 15 წინააღმდეგი, - ასეთი შდეგით დასრულდა ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტის სხდომა. რეზოლუციაში საქართველოზე საუბარი არ არის.

საქართველოს დელეგაციის წევრები მუშაობას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გააგრძელებენ და ხმების მობილიზაციას შეეცდებიან.

„იყო მცდელობა შესწორების სახით შესულიყო ტექსტი, სადაც საქართველო და ჩვენი კონფლიქტები ნახსენები იქნებოდა. სამწუხაროდ, კენჭისყრაზე საკითხი ჩვენთვის დადებითად არ გადაწყდა,“ - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  თედო ჯაფარიძე.

მისი განმარტებით, დღევანდელ რეზოლუციაში მითითებულია ის რეზოლუცია, სადაც საქართველოზეა საუბარი.

„ჩვენ რეზოლუციაში შევიტანეთ პარაგრაფი, რომელშიც მითითებაა წინა რეზოლუციებზე და რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება. ქართულმა დელეგაციამ ცალკე შესწორება შემოიტანა ამ თემაზე. მე დავაყენე ეს საკითხი კენჭისყრაზე. თუმცა ვფიქრობ, რომ ცალკე საქართველოს მოხსენიება ამ რეზოლუციაში საჭირო აღარ იყო. ეს დუბლირებას გამოიწვევდა. მითუმეტეს, რომ დოკუმენტის პროექტში შევიდა ცალკე შენიშვნა, რომელიც წინა რეზოლუციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ძალაში ტოვებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეზოლუცია უკრაინასა და რუსეთს ეხება,“ - აცხადებს სტეფან შინახი.

რეზოლუციის ტექსტით უკმაყოფილოა უკრაინის დელეგაციაც, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები