19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ გუმათთან ჩამოვიტანდით კარვებს, სადაც ამ დღემდე გრძელდება პროტესტი - სულხან თამაზაშვილი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის უფროსის განცხადებით, ნამოხვანში მყოფ აქციის მონაწილეებს მათი კუთვნილი კარვები, ასევე ინვენტარი გადაეცემათ და მათ შეუძლიათ გუმათის ტერიტორიით ისარგებლონ, თუმცა აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.

სულხან თამაზაშვილის განცხადებითვე, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

"გამომდინარე გუშინდელი ფაქტიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, არის მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება, აქედან გამომდინარე დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ ის კარვები იქიდან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ 26-ე მუხლი. ამის საფუძველზე ვიმოქმედეთ და მეტნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება.

აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ ჩვენ გუმათთან ჩამოვიტანდით კარვებს, სადაც ამ დღემდე გრძელდება პროტესტი და ერთი კარავი დადგმული აქვთ, მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ.

მოგახსენებთ, მაშველები დღემდე ძალიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ მუშაობას. სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი," - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

დღის ამბები