06 სექტემბერი 2026,   01:44
ვრცლად
"ცდილობენ, რეპრესიული გზებით მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ" - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ნამოხვანში კარვები დაშალეს, აქციის მონაწილეებმა გუმათში გადაინაცვლეს. მათი თქმით, პოლიციამ ხეობიდან მათი გაყვანა არასერიოზული მიზეზით ახსნა, რადგან წყლის ადიდების საფრთხე არ არსებობს. 

ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ცალმხრივად პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, ტერიტორია პროტესტის მიზნით უკვე აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს - ისინი ნამოხვანში შეკრების გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

"არსებობს ნამოხვანში ალტერნატიული ადგილი, სადაც შეგვიძლია კარვები გავშალოთ. ცდილობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც უკვე გრძელდება 168 დღეა, დაშალონ რეპრესიული გზებით. ვიდგებით აქ ისე, როგორც ვდგავართ, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო დადგება ჩვენ უკან," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა. 

დღის ამბები