06 სექტემბერი 2026,   01:24
ვრცლად
კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - შეჯახების შედეგად მანქანა ამობრუნდა და მგზავრები მოიყოლა

გურჯაანი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთმანეთს "მერსედესის" და "ოპელის" მარკის მანქანები შეეჯახა, რა დროსაც "ოპელის" მარკის მანქანა ამობრუნდა და მგზავრები მოიყოლა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 40 წლამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. 25 წლის მამაკაცის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი დაზიანებებით ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები