05 სექტემბერი 2026,   21:54
ვრცლად
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტის პარალელურად, რიონის ხეობაში დაკარგული მამაკაცის სამძებრო ოპერაცია გრძელდება

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. პოლიციის მიერ კარვების აღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს და პროტესტის ნიშნად საავტომობილი გზა ორმხრივად გადაკეტეს. ისინი კვლავ ნამოხვანში შეკრების უფლებას ითხოვენ.

ამავე დროს, რიონის ხეობაში გრძელდება დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ძებნის ოპერაცია, რასაც ადიდებული მდინარე ხელს უშლის. მობილიზებულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე - ყველა ტექნიკური საშუალება.

"თუკი მოგვეცემა საშუალება იმის, რომ გავაგრძელოთ გზა ნამოხვანისკენ, ჩვენი კარვების აქცია განვაახლოთ ისევე მშვიდობიანად, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, ამ შემთხვევაში, გავხსნით ჩვენს გზას. სხვა შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ დავემორჩილოთ პოლიციას. იმიტომ, რომ უკანონოდ და უსამართლოდ გვაქვს აკრძალული მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვა. ამიტომ გადმოვედით ამ რეჟიმში ჩვენც, რომ პრაქტიკულად, დაპირისპირებაში ვართ მათთან. აქამდეც შეგვეძლო კარვები წაგვეღო და თუნდაც ქუთაისში გაგვეშალა ან თბილისში, მაგრამ ამით შინაარსი ეკარგება ჩვენს პროტესტს," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

დღის ამბები