06 სექტემბერი 2026,   00:30
ვრცლად
მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო - დავით კოდუას დედა

ბიზნესმენი დავით კოდუა დაკავებულია. ცოლის და ქალიშვილის მიმართ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - ეს არის ბრალდება, რომლითაც დავით კოდუა დააკავეს.

ირკვევა, რომ ადგილზე პოლიცია მისმა მეუღლემ თავად გამოიძახა.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას დავით კოდუას დედამ განაცხადა, რომ  მისმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე კამათის შემდეგ, პატრულში დარეკა, თუმცა აღიარებს, რომ შეცდომა მოუვიდა.

"მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო, ცუდად გამომივიდაო. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მოვიდაო, საჭმელს ჭამდნენ და უკამათიათ. პატრულს დაურეკა და ვსო," - აცხადებს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.

დღის ამბები