სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის დროს კარვების აღების საკითხი, სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებს.
"კარვების აღების საკითხი, სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ შეკრების თავისუფლება გახლავთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ამ უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევა, რომ ავირიდოთ თავიდან ძალიან მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებს, აქტივისტებს მიეცეს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ლოკაციაზე შეკრების შესაძლებლობა. თუ უარის საფუძველი არსებობს, მნიშვნელოვანია რომ ეს უარი იყოს დასაბუთებული და შეირჩეს სხვა ის კონკრეტული ლოკაცია, ადგილი, რომელიც მათ შეკრებას არ დაუკარგავს არსს და მიზანს,"-ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მადონა ბასილაძე.
შეგახსენებთ, ნამახვანჰესთან დაკავშირებით, წერილობითი განცხადება დღეს დილით სახალხო დამცველმაც გაავრცელა. ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მისცენ აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილზე შეკრების შესაძლებლობა.