06 სექტემბერი 2026,   00:30
ვრცლად
მთავარი საკითხი აცრების მეტად გააქტიურებაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმუნიზაციის პროცესის მეტად გააქტიურებაა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადი იქნება.

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს დიდი, რომ ჩვენ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას და ამ დროს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.

თუ აპრილსა და მაისს, დაახლოებით, ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში, შევალთ უფრო მეტად დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები