25 დეკემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ჩინეთის CDC-ის განცხადება ეხებოდა არა "სინოფარმს", არამედ "სინოვაკს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ განცხადება, რომელიც ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით გაკეთდა, ეხებოდა არა კონკრეტულად "სინოფარმს", რომელიც საქართველოშია შემოტანილი, არამედ "სინოვაკს".

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის NCDC-ის ხელმძღვანელის განცხადება არ იყო სწორად ინტერპრეტირებული, რადგან საუბარი იყო არა ვაქცინის არაეფექტურობაზე, არამედ ვაქცინის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდაზე სხვა ტიპის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით:

"ეს განცხადება, რაც გაკეთდა, ეხებოდა არა "სინოფარმს", არამედ "სინოვაკს", რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, და ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თურქეთსა და აზერბაიჯანში, იყენებენ ბალკანეთის ქვეყნებში, დიდი რაოდენობით შეიძინა ჩილემ და  სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდა ეს განცხადება. ჩინეთის NCDC-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ყველა ვაქცინა გამოიყენება გადაუდებელი მდგომარეობის დროს და მათი დაცვის ეფექტი, ანუ ეფექტურობა არის სხვადახვა. ჯანმო როდესაც აძლევს გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, მას აქვს 50%-იანი ზღვარი, თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია, ანუ ის იცავს ყოველ მეორე ადამიანს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე, მათ აქვთ ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი გართულებებზე და სიკვდილიანობაზე. ანუ, ისინი თითქმის 100%-მდე ამცირებენ სიკვდილიანობას და ამცირებენ რისკს ჰოსპიტალიზაციის. "სინოვაკმა" ბრაზილიაში აჩვენა 51% ეფექტიანობა, სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი, ანუ ორივე ჯდება ჯანმოს დაწესებულ ზღვრის ფარგლებში. საუბარი იყო იმაზე, რომ იხილავენ სხვადასხვა ვაქცინის ე.წ  ეფექტიანობის გაზრდას. მეორე, ან მესამე ბუსტერული დოზით სხვა ტიპის ვაქცინის გამოყენებისა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღის ამბები