ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს - ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა ბრალდება, რის გამოც ბიზნესმენი დააკავეს.
ადგილზე პოლიცია მისმა მეუღლემ თავად გამოიძახა. კოდუას მეუღლე ამ წუთებში ვაკის პოლიციაში საკუთარი სურვილით იმყოფება. მას ამ წუთებში საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები კითხავენ.
მასთან ერთად პოლიციაში კატო კოდუა იმყოფება, რომელიც მომხდარის თვითმხილველია და ასევე დაზარალებულიც.
"კურიერის" ინფორმაციით, კატო კოდუა და ნათია გედევანიშვილი ცდილობენ ჩვენების შეცვლას და მათ სურთ, რომ სწორედ ამ ფორმით, გუშინ დაკავებულ დავით კოდუას ბრალი შეეცვალოს.
ნათია გედევანიშვილი "კურიერთან" აცხადებს, რომ მას სურდა მისი მეუღლისთვის, უბრალოდ, შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ, თუმცა კრიმინალურმა პოლიციამ ის დააკავა.
"შემაკავებელზე მქონდა საერთოდ პრეტენზია და დაიჭირეს. არ ველოდებოდი," - განაცხადა "კურიერთან" დავით კოდუას მეუღლემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.