06 სექტემბერი 2026,   00:53
ვრცლად
დავით კოდუა ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, ის მისმა უფლებადამცველმა მოინახულა

დავით კოდუა ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. "კურიერის" ინფორმაციით, მასთან შესახვედრად მისი უფლებადამცველი შევიდა, რომელიც ჯერჯერობით საქმის მასალებს არ იცნობს და დეტალები მისთვის უცნობია.

"არ ვიცი ამ წუთას დეტალები. ის ვიცი, რომ არის დაკავებული, დამიკავშირდა ოჯახი და შევდივარ მოსანახულებლად. როგორც ვიცი არის ოჯახურ ძალადობაზე საუბარი, მაგრამ ვისზე კონკრეტულად - არ ვიცი. როცა მას გავესაუბრები და კონკრეტულ ინფორმაციას რომ მომაწვდიან უკვე შესაბამის სტრატეგიას დავგეგმავთ ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა დავით ღურწკაიამ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ვახშმობის დროს ერთმანეთს ნათია გედევანიშვილი და ბიზნესმენი დავით კოდუა ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. მეუღლეს ჰქონდა გარკვეული კითხვები, თუმცა ამის შემდეგ დავით კოდუამ მასზე ფიზიკურად იძალადა. დედის დაცვა სცადა მისმა ქალიშვილმა კატო კოდუამ.

სწორედ ამიტომ, გამოძიება ბიზნესმენს ედავება ძალადობას ოჯახის წევრების მიმართ.

დღის ამბები