25 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
თავს დამნაშავედ არ ცნობს, უბრალოდ იყო სიტყვიერი კონფლიქტი - დავით კოდუას ადვოკატი

დავით კოდუას უფლებადამცველმა ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ დავით კოდუა ბრალს არ აღიარებს. მისივე განმარტებით, დაკავებულს ფიზიკურ შეურაცხყოფა ოჯახის წევრებისთვის არ მიუყენებია და ადგილი მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა.

"რა ფაქტზეც არის დაკავებული ამ ფაქტთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენიაო საერთოდ, უბრალოდ, იყო კონფლიქტი მეუღლეს, შვილსა და მათ შორის. ეს იყო და ეს - სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის. მეტი სხვა რამე - ფიზიკურ ძალადობას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებითი სტანდარტი ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არ იქნება ამ საქმეში და სასამართლო მას დატოვებს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, თუმცა დაცვის მხარე ალტერნატივის სახით გამოძიების დასრულებამდე ბუნებრივია შესთავაზებს გირაოს," - აცხადებს მუხრან ღურწკაია.

ცნობისთვის: ბიზნესმენი დავით კოდუა გვიან ღამით ოჯახური ძალადობის ბრალდებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიციაში მისმა მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა დარეკა, თუმცა როგორც მან დღეს "კურიერთან" განაცხადა, ნათია გედევანიშვილი შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს და არა დავით კოდუას დაკავებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები