19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
პრევენცია ადიდებული მდინარის გამო თუ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა - ხეობაში ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა

რიონის ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გუმათიდან სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება სურდათ. აქციის მონაწილეებს ხეობისკენ წასვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ამბობს, რომ პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და უკან დაიხიეს.

ხეობაში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ხეობაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. უწყებაში ამბობენ, რომ არ დაუშვებენ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოახდენენ.

რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი, ხეობაში ჩასული ომბუდსმენის წარმომადგენელი ამბობს, რომ ასევე დამატებით შესწავლას საჭიროებს ნამოხვანის ტერიტორიიდან კარვების აღების საკითხიც.

გამოხატვის თავისუფლების უხეშ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას მესამე სექტორი. დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გააკეთა.

საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარესთან შეხვედრის მზაობას კვლავ გამოთქვამს ეკონომიკის მინისტრი.

აქციის  პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა რიონის ხეობაში. მაშველები 30 წლამდე ნიკა ანთიძეს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ანთიძე 10 მარტს, საღამოს საათებში, კარვიდან გავიდა და მდინარეში შევიდა.

დღის ამბები