06 სექტემბერი 2026,   15:27
ვრცლად
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, ნებისმიერ შემთხვევაში აისახება პოლიტიკურ პროცესზე - ოპოზიცია ნიკა მელიას საქმეზე

როგორ აისახება სასამართლოს მიერ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებზე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო კვლავ სავსეა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ თუ იქნება გადადგმული ნაბიჯი და ეს აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს შემდეგ უკვე ბუნებრივია პოლიტიკურ პროცესზე, ჩიხში შესულ დიალოგზეც აისახება და ნაწილობრივ დადებით გავლენას მოახდენს.

"ჩვენ ვხედავთ უსირცხვილოდ ისინი ამბობენ, რომ გირაო ძალაშია, გადაიხადოს და გამოვა, მის ხელშია თავისუფლების გასაღები და ამგვარ სისულელეებს ვისმენთ. დღეს პროკურატურას მოუწევს ან დააყენოს ისევ პატიმრობა, რითაც გამოჩნდება, რომ არანაირი გირაო არ არსებობს და უბრალოდ იტყუებიან, ან მოუწევს გირაოს დაყენება, რაც ნიშნავს ნიკას გათავისუფლებას იმიტომ, რომ არ არსებობს მის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენების კანონიერი შესაძლებლობა," - აცხადებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა.

თუმცა, აქაც, პოლიტპარტიების ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი გაიმიჯნოს.

მათი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო დღეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს დღეს ხელისუფლებამ ნებისმიერი შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირი სიგნალი იმისა, თუ რამდენად მზად არის ბიძინა ივანიშვილი რომ დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

დღის ამბები