17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ევროკავშირის ოფისში რომ მიდიან ჰალსტუხწაჭერილები, ჩემი გამოშვებით ვაჭრობენ, მიუღებელია - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროკავშირს მისი გათავისუფლებით ევაჭრება, რაც მიუღებელია.

"მათი აზრით, მე ვარ ტყვეობაში და იქ, ევროკავშირის ოფისში რომ მიდიან ჰალსტუხწაჭერილები, ჩემი გამოშვებით ვაჭრობენ, მიუღებელია," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზში მოსამართლეს სიტყვით მიმართა და პროცესის მალე დასრულებისაკენ მოუწოდა.  ბრალდებული პოლიტიკოსის განმარტებით,  ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

დღის ამბები