19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი - პროკურორი

ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა. პროკურორი ამბობს, რომ 25 თებერვლის შემდეგ დაცვის მხარისგან არანაირი ინიციატივა არ ყოფილა, ეწარმოებინა ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. 

"პირველი, ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი სახის შუამდგომლობა აღკვეთს ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩამოუყალიბებია. ისევე, როგორც ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია მოსამართლის წინაშე არც დაცვის მხარეს. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი.

როგორც მოგეხსენებათ, 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა იმის გამო, რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 2020 წლის სამი ნოემბრის განჩინება მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამკაცრების ანუ გირაოს ოდენობის გაზრდის თაობაზე. 25 თებერვალს ბრალდების მხარემ საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს, თუ ისინი თანახმანი იქნებოდნენ, შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს გამოყენებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი შეცვლის თაობაზე. ეს ჩვენი შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში. 25 თებერვლის შემდგომ, დღეს გამართულ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია ბრალდების მხარის შემოთავაზება და გარკვეულწილად ეწარმოებინა დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ამირან გულუაშვილი.

დღის ამბები